ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. სასწავლო მიღწევები კი, პირველ მასწავლებელთან ერთად, საზეიმოდ აღნიშნეს.
პატარებს პედაგოგმა - ლუიზა ცერცვაძემ საინტერესო და ემოციებით დატვირთული - „ანბანის გაცილების“ ზეიმი მოუწყო.
ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ პირველი კლასის მოსწავლეები, მათი მშობლები და მეხუთე კლასის მოსწავლეებიც, რომელთა პირველი მასწავლებელიც ქალბატონი ლუიზა გახლდათ.
მოსწავლეებმა, მშობლებთან და პედაგოგთან ერთად, იმღერეს, იცეკვეს და ლექსები წაიკითხეს.
პედაგოგმა მოსწავლეები სასწავლო წლის წარმატებით დასრულებისთვის სერტიფიკატებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა. სერტიფიკატები ასევე გადაეცათ მშობლებს მათი შვილების სასკოლო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისა და თანამშრომლობისათვის.
იხილეთ ფოტოები: