ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში ნაყოფიერი 2024-2025 სასწავლო წელი დასრულდა. სკოლამ წარმატებით მიაღწია ეროვნული სასწავლო გეგმით დასახულ მიზნებს. სასწავლო პროცესი გაჯარებული იყო მრავალფეროვანი ღონისძიებითა თუ აქტივობებით, პედაგოგები ხშირად მიმართავდნენ პროექტებით სწავლებას.
მათ შორის, 6 ივნისს ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მე-5ბ კლასში გაიმართა პრეზენტაცია ინტეგრირებული პროექტის (საგნები: ქართული, მუსიკა, ი.ს.ტ-ი) სახელწოდებით - „პერსონაჟების ხასიათის კვლევა იაკობ გოგებაშვილის - „იავნანამ რა ჰქმნა?!“ მიხედვით“ (მასწავლებლები: ვიკა ბახტაძე, რუსუდან აბაშიძე და ლელა ხარშილაძე).
მოსწავლეებმა Microsoft PowerPoint-ში საინტერესოდ წარადგინეს ისტ-ის გაკვეთილებზე შექმნილი მრავალფეროვანი მასალა.
პრეზენტაციისას არგუმენტირებულად ისაუბრეს პერსონაჟების თვისებებზე, რომლებიც ტექსტზე მუშაობისას გამოკვეთეს. იმსჯელეს მოთხრობის მთავარ სათქმელზე - თუ რა მნიშვნელობა აქვს, ბავშვობისას, მშობლიურ გარემოში მიღებულ შთაბეჭდილებებს; მუსიკის პედაგოგის ხელმძღვანელობით, შეასრულეს ჯანსუღ კახიძისა და მოხევური „იავნანა“. მიმოიხილეს იავნანა, როგორც საწესო სიმღერა და პარალელი გაავლეს ხალხურ „იავნანასა“ და თანამედროვე კომპოზიტორების შექმნილ „იავნანას“ შორის.
მოსწავლეებმა, გაკვეთილის ბოლოს, გააკეთეს თვითშეფასება და ურთიერთშეფასება, შეავსეს „დიახ/არა ბარათები“.
გაკვეთილი დატვირთული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
იხილეთ ვიდეო: