უშგულის საჯარო სკოლის მოსწავლე ბარბარე ჩარქსელიანი საგანმანათლებლო პროექტის მუნიციპალური კონკურსის გამარჯვებული და სტიპენდიანტია 
26-06-2025

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერით აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში, წარმოაჩენენ ცოდნას, შესაძლებლობებს და ასახელებენ სკოლას. 

სკოლისთვის საამაყოა - ნიჭიერი მოსწავლეები - ქეთევან ნიჟარაძე და ბარბარე ჩარქსელიანი, რომელთაც საგანმანათლებლო პროექტ „დიდგორელში“ წარმატებით იასპარეზეს. 

პროექტი მესტიის მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად იმართება. გამონაკლისი არც წლევანდელი წელი აღმოჩნდა. ფინალურ ტურში, რომელიც 22 ივნისს გაიმართა, საპრიზო ადგილებისთვის (I,II,III ადგილი) ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 21 სკოლის 35 მოსწავლე ეჯიბრებოდა.

მათ შორის იყო უშგულის საჯარო სკოლის ორი მოსწავლე: ქეთევან ნიჟარაძე და ბარბარე ჩარქსელიანი (პედაგოგი:რაული ნიჟარაძე). ბარბარე ჩარქსელიანმა არაჩვეულებრივი შედეგი აჩვენა: დაიკავა I ადგილი და გახდა პროექტის სტიპენდიანტი.

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ვულოცავთ, ბარბარეს ამ დიდ გამარჯვებას! მადლობა პროექტის ავტორსა და  ხელმძღვანელს, ბატონ ლევან ჟვანიას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...