თბილისის N161 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებული და მხარდაჭერილია, რაც ბავშვების შესაძლებლობებზე აისახება.
ამჯერად, სკოლაში მოსწავლეთა თეატრალური დასის წარმატებას აღნიშნავენ.
7 ივნისს, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საკონცერტო სცენაზე გაიმართა თბილისის სასკოლო თეატრალური ფესტივალი - „არტსკოლა 2025“-ის დაჯილდოება.
თბილისის N161 საჯარო სკოლის თეატრალურმა დასმა გაიმარჯვა ნომინაციაში -„საუკეთესო პიესა“ და გადაეცა ჯილდო სპექტაკლისთვის - „ნაბიჯი წინ - ნაბიჯი უკან“.
პიესის ავტორები არიან - ქეთევან ლიპარტელიანი და ნიკოლოზ კირკიტაძე.
პიესის ავტორები საზეიმოდ დაჯილდოვდნენ.
თბილისის სასკოლო თეატრალური ფესტივალი „არტსკოლა 2025“ 7 ივნისს დასრულდა. ანზორ ერქომაიშვილის სახელობის სცენაზე ფესტივალის საკონკურსო სპექტაკლების ჩვენება 24 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით იმართებოდა.
ფესტივალში ჩართულნი იყვნენ საჯარო და კერძო სკოლების, ასევე დამოუკიდებელი თეატრალური დასები. 2025 წლის სეზონზე მონაწილეობა მიიღო 17 თეატრალურმა დასმა. სხვადასხვა ნომინაციებთან, პრიზებთან ერთად, წლევანდელი სეზონი სავსე იყო სიურპრიზებითა და საჩუქრებით.
იხილეთ ფოტოები: