მამუკა სამაკაშვილის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სკოლამ წარმატებით მიაღწია ეროვნული სასწავლო გეგმით დასახულ მიზნებს. სასწავლო წელი გაჯერებული იყო ღონისძიებებითა და საინტერესო პროექტებით, რაც არა მხოლოდ მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, არამედ მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარება-წახალისებას ემსახურებოდა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, აკაკი წერეთლის იუბილესადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია, რომელიც მე-5ბ კლასის (ხელმძღვანელი ე.გერაძე) მოსწავლეებმა წარმოადგინეს.
მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს აკაკი წერეთლის ცხოვრებასა და შემოქმედებას და შთამბეჭდავი სანახაობით დამსწრე საზოგადოება მოხიბლეს.
ღონისძიებას ხელმძღვანელობა ქართული ენის მასწავლებელი დალი კინწურაშვილი, მუსიკალურად კი გააფორმა დარეჯან გეგუჩაძემ.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: