სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის N54 საჯარო სკოლაში წახალისებული და მხარდაჭრილია ინოვაციური განათლება, საბუნებისმეტყველო საგნების ხარისხიან და სიღრმისეულ სწავლებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, რაც მოსწავლეთა შესაძლებლობებზე აისახება.
2024-2025 სასწავლო წლის დასაწყისში მოსწავლეები აქტიურად შეუერთდნენ STEAM ფესტივალ „ჩხირკედელას“ .
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გამართული STEAM ფესტივალის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებმა გუნდურად იმუშავეს პროექტებზე, რომლებიც მოიცავდა კვლევების მიმართულებას ან აქტუალური პრობლემების გადაწყვეტაზე მიმართულ საქმიანობას.
9 ნოემბერს, გაიმართა „ ჩხირკედელა 2“-ის პირველი, წინასაფინალო შეხვედრა, სადაც გუნდმა - „Luminis Flamma” წარადგინა პროექტი - „ფოტოსინთეზის სიჩქარის კვლევა“. გუნდმა გაიმარჯვა და გადავიდა ფინალურ ტურში.
სულ ახლახან, 21 ივნისს, გაიმართა STEAM ფესტივალ „ ჩხირკედელა 2“-ის ფინალური შეხვედრა, გუნდ „Luminis Flamma” -ს წევრები: ლუკა ნატრიაშვილი, გუნდის ლიდერი დათა თეზელაშვილი, გიორგი მახარაშვილი, ლუკა ტყეშელაშვილი და ალექსანდრე იოანე იმნაძე, დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით.
პროექტის განხორციელებაში მონაწილეობდნენ პედაგოგები: ფიზიკის მასწავლებელი პროფესორი თემურ ჩიჩუა, ქიმიის პედაგოგი თამარ კლდეისელი და ბიოლოგიის პედაგოგი დალი კუპატაძე.
იხილეთ ფოტოები: