წყალტუბოს N2 სკოლის მე-2 კლასელთა სასწავლო წელი შთამბეჭდავი ექსკურსიით დაგვირგვინდა 
26-06-2025

მამუკა სამაკაშვილის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი ექსკურსიით დაასრულეს.

ბავშვები, პედაგოგ ლალი გედენიძის ხელმძღვანელობით, სხვადასხვა ღირსშესანიშნავ ადგილს ესტუმრნენ, რაც მათთვის ერთდროულად გასართობ თავგადასავალად და მნიშვნელოვან შემეცნებით გამოცდილებად იქცა.

პირველი გაჩერება იყო მინიატურული საქართველო, სადაც მოსწავლეებმა ნახეს საქართველოს ყველაზე ცნობილი არქიტექტურული ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების მცირე მასშტაბის მოდელები. მათ მიიღეს ინფორმაცია სხვადასხვა კუთხის ისტორიულ და კულტურულ მნიშვნელობაზე და თამაშ-თამაშით „იმოგზაურეს“ მთელი ქვეყნის მასშტაბით.

შემდეგი ლოკაცია იყო მუსიკალური პარკი, რომელიც ბავშვებისთვის აღმოჩნდა საოცარი გამოცდილება. 

შემდეგ მოსწავლეები გაემართნენ პეტრას ციხისკენ - ისტორიულ-კულტურულ ძეგლთან, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზეა გაშენებული და ძველად განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. პედაგოგების დახმარებით, ბავშვებმა მოისმინეს საინტერესო ამბები ციხის ისტორიის შესახებ.

დღის ბოლოს კი, დიდი სიხარული მოჰყვა დელფინების შოუს, რომელსაც ბავშვები დიდი აღფრთოვანებით დაესწრნენ. ზღვის ბინადრების საოცარმა ნომრებმა უნიკალური შთაბეჭდილება დატოვა მათზე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...