ვაკიჯვრის საჯარო სკოლის მე-3 კლასელთა დაუვიწყარი ღონისძიება
27-06-2025

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვრის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს აძლევენ როგორც ხარისხიან საგნობრივ განათლებას, ასევე ზრუნავენ მათ შემოქმედებით განვითარებაზე, ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-წახალისებაზე. ამ მიზნით სასწავლო წლის მანძილზე სკოლაში არაერთი ღონისძიება გაიმართა. 

განსაკუთრებით შთამბეჭდავია მე-3 კლასელთა საზეიმო სანახაობა. ბავშვებმა, პედაგოგ ხათუნა ჭეიშვილის ხელმძღვანელობით, სასკოლო საზოგადოებას დაუვიწყარი დღე აჩუქეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ საპატიო სტუმრებიც - ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლალი სიჭინავა, სპმთპ-ის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი როზა გოგუაძე, რომელმაც ბავშვები საჩუქრებით გაახარა, ასევე - გრაფიკული დიზაინერი იაკო თავდიშვილი და დეკანოზ ზაქარია ინწკირველი, რომელმაც მოსწავლეები დალოცა. 

„ეს იყო დღე, რომელმაც გულები გაგვითბო! წარმოუდგენლად ნიჭიერმა და საყვარელმა დამრიგებელმა - ხათუნა ჭეიშვილმა დაუვიწყარი დღე გვაჩუქა მე-3 კლასელებთან ერთად, სადაც ყველაფერი იყო: ცეკვა, სიმღერა, სიცილი და უამრავი დადებითი ემოცია. 

ჩვენმა პატარა ვარსკვლავებმა თავიანთი ნიჭი სრულად წარმოაჩინეს! დარწმუნებული ვართ ყველა მოხიბლული დარჩა ამ პატარა, მაგრამ ძალიან ნიჭიერი ბავშვებით. თქვენ სცენის ნამდვილი „ჯადოქრები“ ხართ, ბავშვებო, უნიჭიერესები და უსაყვარლესები.

მადლობა ხათუნა მასწავლებელს, ამ დაუვიწყარი დღისთვის. მადლობა, მუსიკის მასწავლებელს - ნანა ჟღენტს, მადლობა მაია ხინთიბიძესა და ქეთევან ხელაძეს, რომლებიც ბავშვებთან ერთად იდგნენ სცენაზე და მათთან ერთად ცეკვავდნენ და მღეროდნენ, მადლობა თითოეულ პედაგოგს ღონისძიების მხარდაჭერისთვის.

მადლობა, მშობლებს, რომელთა მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია თითოეული ბავშვის წარმატებისთვის. 

განსაკუთრებული მადლობა, სტუმრებს: ქალაქ ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს ქალბატონ ლალი სიჭინავას, სპმთპ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ქალბატონ როზა გოგუაძეს, რომელმაც ბავშვები საჩუქრებით გაახარა, გრაფიკულ დიზაინერს-იაკო თავდიშვილს დიდი მადლობა დეკანოზ ზაქარია ინწკირველს ღონისძიების შეფასებისა და დალოცვისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...