ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას ხშირად მიმართავენ ექსკურსიებს, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა დიდი ინტერესითა და მაღალი ჩართულობით გამოირჩევა, ამასთან, ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ სახელმძღვანელოებში ამოკითხული ინფორმაცია საკუთარი თვალით ნახონ და ცოდნა რეალურ ცხოვრებაში გაიმდიდრონ.
სასწავლო წლის დასრულების შემდეგ, 20 ივნისს მე-8 კლასის მოსწავლეებმა, მშობლებმა და კლასის დამრიგებელმა მაია რიჟამაძემ მოაწყეს ექსკურსია მარშრუტით: ნაბახტევი-მარტვილის კანიონი- სალხინო, დადიანების საზაფხულო რაზიდენცია - ოკაცეს კანიონი- ლიმონას ჩანჩქერი- ოკაცეს ჩანჩქერი- ნაბახტევი.
მოსწავლეები დაინტერესდნენ კანიონებით, ჩანჩქერებით, მოეწონათ ნავებით გასეირნება. მოილოცეს სალხინო-დადიანების საზაფხულო რეზიდენციაში ტაძარი, დაანთეს სანთლები. ბოლოს ოკაცეს ლამაზ ბუნებაში მოაწყვეს პიკნიკი, სადაც ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები.
პედაგოგ მაია რიჟამაძის თქმით, ამ ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებს დაეთვალიერებინათ, ჩვენი ულამაზესი საქართველოს ულამაზესი ადგილები.
„ექსკურსიის დღე სასიამოვნო, საინტერესო და შთამბეჭდავი იყო, როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მშობლებისთვის“, - აღნიშნავს კლასის დამრიგებელი მაია რიჟამაძე.
ექსკურსიის მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს კლასის დამრიგებელს - მაია რიჟამაძეს, მძღოლს ზურაბ კოპაძეს საუკეთესო მომსახურებისთვის და მშვიდობიანი მგზავრობა უსურვეს მომავალში.
იხილეთ ვიდეო