ვაკიჯვრის საჯარო სკოლის მე-2 კლასელთა ლამაზი ღონისძიება მეგობრობის ჰიმნად იქცა
26-06-2025

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვრის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საგნებთან ერთად მეგობრობას, კაცთმოყვარეობას, სითბოსა და სიყვარულის გაზიარებას ასწავლიან. 

სწორედ მეგობრობას ეძღვნებოდა მე-2 კლასელთა ლამაზი ღონისძიება. პატარებმა დამსწრე საზოგადოებას, საყვარელ მასწავლებელთან - თამრიკო ვაშალომიძესთან ერთად, დაუვიწყარი დღე აჩუქეს. ღონისძიება, რომელიც მეგობრობის ნამდვილ ჰიმნად იქცა, შთამბეჭდავად წარიმართა. 

„თამრიკო მასწავლებლის თავდაუზოგავი შრომა და სიყვარული თითოეულ დეტალში იგრძნობოდა. ცისარტყელას ფერებში გამოწყობილი ბავშვები არა მხოლოდ საყვარლები იყვნენ, არამედ მათი გამოსვლა მეგობრობის ნამდვილ ჰიმნად იქცა. თქვენ შეძელით ისეთი გარემოს შექმნა, სადაც თითოეულმა მოსწავლემ შეძლო საკუთარი პოტენციალის გამოვლენა და გადმოცემა და დაგვანახეს, თუ რაოდენ დიდია მეგობრობის ძალა...

არაჩვეულებრივი იყო თითოეული მოსწავლის გამოსვლა. სიმღერაში, ცეკვასა თუ სიტყვაში იგრძნობოდა გულწრფელობა, მონდომება და მეგობრების დიდი სიყვარული, ზრუნვა და პატივისცემა. მადლობა თამრიკო მასწავლებელს, რომელმაც მართლაც ცისარტყელასავით გაგვილამაზა გარემო. მადლობა მშობლებს მხარდაჭერისა და აქტიური ჩართულობისთვის. უამრავი წარმატება თამრიკო მასწავლებელს თავის აღსაზრდელებთან ერთად!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეების ნიჭიერება და პედაგოგის შემოქმედებითი მიდგომა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...