„ჩვენ უკვე ვიცით ანბანი!“ - ვაკიჯვრის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი შთამბეჭდავი ღონისძიებით დააგვირგვინეს
26-06-2025

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვრის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.

„ჩვენ უკვე ვიცით ანბანი!“ - ერთხმად აღნიშნეს პატარებმა და სასწავლო მიღწევები იზეიმეს. 

პირველკლასელებმა, პედაგოგ ოლიკო სვანიძის ხელმძღვანელობით შთამბეჭდავი ღონისძიება გამართეს. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობით წარდგნენ და სასწავლო წლის მანძილზე შეძენილი ცოდნა წარმოაჩინეს. საინტერესო იყო ღონისძიების შემოქმედებითი ნაწილიც მოსწავლეებმა არაერთ ლამაზი მუსიკალური ნომერი შეასრულეს. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა პედაგოგმა - ნანა ჟღენტმა.

მოსწავლეებმა მაყურებელი ანბანის ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურეს და მშობლები და მასწავლებლები სიამაყით აღავსეს

„ეს დღე ნამდვილად განსაკუთრებული იყო, ჩვენმა საყვარელმა, ბავშვებზე უზომოდ შეყვარებულმა, ორიგინალობითა და შემოქმედებითობით გამორჩეულმა, კლასის დამრიგებელმა,  ოლიკო სვანიძემ, მუსიკის მასწავლებელმა ნანა ჟღენტმა და საოცრად ნიჭიერმა პირველკლასელებმა „ანბანის სამყაროში“ გვამოგზაურეს და დაუვიწყარი, შთაბეჭდილებებითსავსე დღე გვაჩუქეს. შთამბეჭდავი სანახავი იყო მასწავლებლისა და მოსწავლეების ერთნაირი თეთრი მაისურები, ანბანის ჯადოსნური ასოებით დამშვენებული, ნამდვილად შთამბეჭდავი სანახაობა იყო.

მშობლების მაისურებზე დაწერილი შვილების სახელები კი კიდევ უფრო მეტ სითბოსა და სიყვარულს მატებდა ამ დღეს. გილოცავთ, ანბანი უკვე თქვენი მეგობარია, წიგნი კი ჯადოსნური სამყაროს მეგზური!

წინ ბევრი საინტერესო აღმოჩენები გელოდებათ, გვჯერა რომ ყველაფერს შეძლებთ!

თქვენი მასწავლებლები, თქვენი მშობლები და, რა თქმა უნდა, თქვენი მეგობარი-წიგნი, ყოველთვის თქვენს გვერდით იქნებიან! კიდევ ერთხელ გილოცავთ“,- აღნიშნავენ სკოლაში და პატარებს ახალ სასწავლო წლამდე დიდი სიყვარულით ემშვიდობებიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...