თბილისის N28 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია, რაც მოსწავლეთა შემართებაზე აისახება. მოტივირებული მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებსა თუ აქტივობებში.
ახლახან, სკოლის მოსწავლეთა გუნდმა მონაწილეობა მიიღო საჯარო სკოლებს შორის გამართულ სპორტულ აქტივობაში - ჯომარდობა, რომელიც ორგანიზებული იყო მთაწმინდის რაიონის გამგეობის მიერ.
ჯომარდობა არის ექსტრემალური სპორტი და გასართობი აქტივობა, პოპულარულია თავგადასავლების მოყვარულებში, რადგან აერთიანებს ბუნებასთან სიახლოვეს, სპორტულ აქტივობასა და ადრენალინს.
მოსწავლეები ხალისით და ინტერესით ჩაებნენ ამ აქტივობაში.
მოსწავლეები ღონისძიებაში პედაგოგ გოგიტა სოფრომაძის მხარდაჭერით ჩაერთნენ.
იხილეთ ფოტოები: