შემოქმედება ეკოლოგიის სამსახურში - ერისიმედის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო აქტივობა
25-06-2025

დედამიწა, რომ ჩვენი სახლია და მას დაცვა და მოფრთხილება სჭირდება სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ. 

ამ მიზნით 2024-2025 სასწავლო წლის მანძილზე სკოლაში არაერთი ღონისძიება გაიმართა, რა თქმა უნდა, აღინიშნა დედამიწის დღე. 

მოსწავლეებმა ისაუბრეს გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე და აღნიშნეს, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში. 

გარდა შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებას ჰქონდა შემოქმედებითი დატვირთვაც. მოსწავლეებმა სკოლის გარე კედლები თემატურად მოხატეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...