ახალი სახელმძღვანელოების გრიფირების გამოცხადების ვადა ცნობილია
25-06-2025

გამოქვეყნდა მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა „ხედვა - 2030 საქართველოს განვითრების სტრატეგიის“, 2025 წლის სამოქმედო გეგმა. დოკუმენტი ძალაშია და მას ხელს პრემიერ-მინისტრი აწერს.

მთავრობის 2025 წლის სამოქმედო გეგმაში გაწერილია, რომ ახალი სასკოლო სახელმძღვანელობის გრიფირება მიმდინარე წლის ბოლომდე გამოცხადდება.

„ახალი სასკოლო სახელმძღვანელობის დანერგვის მიზნით გამოცხადებულია გრიფირების კონკურსი“, - ნათქვამია დადგენილებაში, სადაც შესრულების ვადად, 2025 წლის მე-4 კვარტალი ანუ - ოქტომბერი-ნოემბერი-დეკემბერია გამოცხადებული.

დეტალები კი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...