„ანბანის მეჯლისი“- ქართული სიტყვისა და დამწერლობის ზეიმი რუსთავის N20 საჯარო სკოლაში
25-06-2025

რუსთავის N20 საჯარო სკოლაში 2024-2025 წელი წარმატებით დასრულდა. პედაგოგებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის რომ მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება, ამასთან საგნობრივ ცოდნასთან ერთად, ზრუნავდნენ მოწაფეთა შემოქმედებით განვითარებაზე. ამ მიზნით კი სასწავლო წლის მანძილზე არაერთი ღონისძიება გაიმართა. 

მათ შორის, 4 ივნისს, სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგების - მარინე მიმინოშვილისა და მანანა წერეთლის ორგანიზებით, ჩატარდა მასშტაბური და შემოქმედებითობით გამორჩეული ღონისძიება - „ანბანის მეჯლისი“.

მეჯლისში მონაწილეობდნენ სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეები, რომლთაც მაყურებელს საინტერესო წარმოდგენები შესთავაზეს - ქართული ანბანით შთაგონებული სიტყვებით, სიმღერებითა და ცეკვებით. ღონისძიებას ესწრებოდნენ მიწვეული სტუმრები, პედაგოგები და მშობლები.

საგანგებოდ მეჯლისისთვის ყველა კლასმა მოამზადა ქართული ანბანის ასო-ბგერების ორიგინალური მოდელები. ამ შემოქმედებითი იდეის განხორციელებაში დიდი წვლილი მიუძღვით ხელოვნების მასწავლებელს - ნონა ხიდეშელს და აქტიურ მშობლებს - ხათუნა არჩვაძეს და მარი ბაგიშვილს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიების მთავარი მიზანი იყო მოსწავლეებში ქართული დამწერლობის უნიკალურობის გააზრება და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება და ეროვნული თვითმყოფადობის მნიშვნელობის გაცნობიერება. 

„მოსწავლეების მიერ შესრულებულმა ნომრებმა გულწრფელი აღტაცება და აპლოდისმენტები დაიმსახურა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ახალი თაობა ღირსეულად ატარებს ქართული სიტყვისა და კულტურის სიყვარულს“,- სიამაყით აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...