„ყვავილნარის მოწყობა“ - ახალსოფლის საჯარო სკოლის მე-10 კლასელთა შთამბეჭდავი პროექტი, რომელიც ცხოვრებაში მათემატიკის მნიშვნელობის გააზრებას ემსახურება
25-06-2025

2024-2025 სასწავლო წელი დასრულდა. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლამ წარმატებით მიაღწია ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებს. 

სასწავლო პროცესი გაჯარებული იყო მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებითა თუ პროექტებით, რაც მოსწავლეთა ცოდნის ხარისხზე აისახა. 

აღსანიშნავია, X კლასის მოსწავლეთა განხორციელებული მათემატიკური პროექტი - „ყვავილნარის მოწყობა“.

პროექტი მიზნად ისახავდა, არაფორმალურ გარემოში, მათემატიკური ცოდნისა და უნარების გამოყენებით, მათემატიკის როლისა და მნიშვნელობის გააზრება ყოველდღიურ ცხოვრებაში.

პროექტმა მიზანს წარმატებით მიაღწია.

მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში, მათემატიკური ცოდნის გამოყენებით, შთამბეჭდავი ნამუშევრები შექმნეს და საინტერესო პრეზენტაციებიც გამართეს. 

„წარმატებები გულიკო მასწავლებელს და მის მოსწავლეებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა მონდომება და პედაგოგის შემოქმედებითი მიდგომა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...