ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, კოჩიოს საჯარო სკოლის მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში; საგნის პედაგოგები კი მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ, რათა გაკვეთილები იყოს საინტერესო, სახალისო, ეფექტური.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პედაგოგთა მიერ მოსწავლეებისთვის შეთავაზებული აქტივობები არა მხოლოდ საგნობრივი ცოდნის მიღება-განმტკიცებას ემსახურება, არამედ მოსწავლეთა სულიერი განვითარებისკენ, სხვადასხვა პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისკენ, გუნდურობის პრინციოების გააზრებისკენ და მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებისკენაა მიმართული.
ახლახან კოჩიოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგების აქტიური ჩართულობით გასვლითი ღონისძიება ჩაატარეს, რომლის ფარგლებშიც მოინახულეს ღირსშესანიშნაობები, შეიტყვეს საინტერესო ფაქტები და სამომავლოდ კიდევ არაერთი შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს - კოჩიოს საჯარო სკოლელებმა ხომ ზუსტად იციან, რომ ექსკურსიები დაუვიწყარ მოგონებებს ქმნის.