მამწვარას საჯარო სკოლამ მოსწავლეებს განსაკუთრებული დღესასწაული აჩუქა
25-06-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ მამწვარას საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესები უპირატესი, მათი სურვილები კი - გათვალისწინებულია.

რა თქმა უნდა, სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა ბავშვთა დაცვის დღე. პედაგოგებმა მოსწავლეებს გამორჩეული დღესასწაული მოუწყვეს და არაერთ აქტივობაში ჩართეს. 

დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ლამაზი ღონისძიება გამართეს - ქართულად წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და ლამაზი საცეკვაო და მუსიკალური ნომრებიც წარმოადგინეს. ასევე მოეწყო ხატვის კონკურსი. ღონისძიებამ ბავშვებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა. 

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1-ელ ივნისს აღინიშნება, ეს დღე ერთგვარი შეხსენებაა სახელმწიფოსთვის, რომ ის ვალდებულია უზურნველყოს თითოეული ბავშვის კეთილდღეობა, მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ხელმისაწვდომი განათლებისა და ცხოვრების სათანადო პირობებით სარგებლობის უფლებათა განხორციელება.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203