„ყოველთვის თქვენთან ვართ - როგორც თქვენი მეორე ოჯახი...“ - ჯანდარას საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს გზას ულოცავს
25-06-2025

გარდაბნის მუნიციპალიტეტის, ჯანდარას საჯარო სკოლა წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, ქვეყანას მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ახალგაზრდები აღუზარდონ, შესძინონ მათ ისეთი უნარები, რომლებიც წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ და დაულოცონ გზა ცხოვრების ახალ ეტაპზე.. 

ახლახან ჯანდარას საჯარო სკოლაში კურსდამთვრებულებისთვის  „ბოლო ზარი“ დაირეკა - ესაა პირველი ნაბიჯი ზრდასრული ცხოვრებისკენ, ერთი დიდი თავგადასავლის დასასრული და ახლის დასაწყისი;

ემოციური იყო საყვარელ მოსწავლეებთან დამშვიდობება პედაგოგებისა და სკოლის ხელმძღვანელობისთვის - ხუმრობა ხომ არ არის, ცოდნის ტაძარში, ერთ სივრცეში გატარებული 12 წელი... არადა თითქოს გუშინ შეაბიჯეს ამ მოსწავლეებმა წიგნიერების ჯადოსნურ სამყაროში, სადაც  მასწავლებლების პროფესიონალიზმი ამდენი წელი უწევდათ მეგზურობას.

ჯანდარას საჯარო სკოლის კურსდამთვრებულებისთვის ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება, როცა შეძლებენ, ზრდასრულ ცხოვრებაში გამოიყენონ მშობლიურ სკოლაში მიღებული ცოდნა, იარონ წარმატების გზაზე და საკუთარი მიღწევებით გაახარონ უსაყვარლესი პედაგოგები.

სკოლა ულოცავს საყვარელ მოსწავლეებს სკოლის დასრულებას და უსურვებს უამრავ წარმატებას ცხოვრებაში:

„ძვირფასო მე-12 კლასელებო, დღეს სკოლა დაგემშვიდობათ, როგორც საკუთარ შვილებს, რომლებმაც ამაყად დაასრულეთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ცხოვრებაში.

მთელი გულით დაგილოცავთ იმ გზას, რომელიც წლების წინ პატარა ნაბიჯებთ დაიწყეთ და დღეს ახალი თავგადასავლისკენ მიდის...

გისურვებთ წარმატებებს, ოცნებების ახდენას, დიდ მიღწევებსა და გამარჯვებებს...

ეს დღე მხოლოდ დასასრული არ არის, ეს არის ახალი გზის დასაწყისი, რომელიც სავსე იქნება ახლი შესაძლებლობებითა და გამოწვევებით...

გახსოვდეთ, ჩვენ ყოველთვის თქვენთან ვართ - როგორც თქვენი მეორე ოჯახი“.

იხილეთ ვიდეო N1

ვიდეო 2

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203