წახანის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი ლამაზი ღონისძიებით დააგვირგვინეს
25-06-2025

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ წახანის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. სასწავლო მიღწევები კი ღონისძიებით აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა „ანბანის ზეიმი“ გამართეს, სასწავლო წლის მანძილზე შეძენილი ცოდნა წარმოაჩინეს და პირველი მასწავლებელი სიამაყით აღავსეს

მათი სასკოლო ცხოვრების პირველი წარმატებული ნაბიჯები მოსწავლეებთან ერთად იზეიმეს მასწავლებლებმა. პედაგოგებმა პატარებს პირველი კლასის წარმატებით დასრულება მიულოცეს და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვეს. მოსწავლეებს სანიმუშოდ სწავლისთვის საზეიმოდ გადაეცათ სიგელები. 

„ძვირფასო პირველკლასელებო, დღეს ჩვენ ერთად ვზეიმობთ მნიშვნელოვან და დასამახსოვრებელ დღეს – თქვენი პირველი სასწავლო წლის დასრულებას!

სულ ცოტა ხნის წინ პატარა გულებით, მოლოდინითა და ცოტა შიშითაც გადმოდგით პირველი ნაბიჯები სკოლაში. ისწავლეთ წერა და კითხვა, შეკრება და გამოკლება, მაგრამ მთავარია – ისწავლეთ როგორ იყოთ მეგობრები, როგორ იზრუნოთ ერთმანეთზე და როგორ გაიზარდოთ სიყვარულით. გილოცავთ სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას“, - ამ სიტყვებით მიმართეს მოსწავლეებს პედაგოგებმა და ბედნიერი არდადეგები უსურვეს. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203