
წალკის მუნიციპალიტეტის, ბეშთაშენის საჯარო სკოლა წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა ქვეყანას მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე, განათლებული ახალგაზრდები აღუზარდონ და იმავდროულად, თითოეულ მოსწავლეს მისცენ საშუალება წარმოაჩინონ საკუთრი შემოქმედებითი უნარები.
ახლახან ბეშთაშენის სკოლის მოსწავლეთა ინიციატივით ჩატარდა „მრავალფეროვნების ფესტივალი“, რომელიც მომავალ თაობაში თანასწორობის პრინციპების განმტკიცებისკენ გახლდათ მიმართული.
„ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა... მზე თანაბრად ანათებს ყველა რწმენაზე, ყველა ეთნოსსა და ყველა სიტყვაზე“... - ლალა ოვაკიმიანმა ფესტივალის ფარგლებში ჩატარებულ ესეების კონკურსში გაიმარჯვა.
ბეშთაშენის სკოლის მოსწავლეების ორგანიზებითა და ავტორობით, ჩვენს სკოლაში განხორციელდა „მრავალფეროვნების ფესტივალი“. ეს გახლდათ მრავალფეროვანი ნიჭიერების ზეიმი, ბავშვები კი წალკის სიამაყესა და სიმდიდრეს წარმოადგენენ
მადლობა ჩვენს ბავშვებს, ასეთი გრანდიოზული და ლამაზი ფესტივალისთვის, მადლობა თითეულ მოსწავლეს, სკოლასა და ყველა მონაწილეს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: