ფურტიოს საჯარო სკოლაში, თავისუფალ ჭიდაობაში გამართული შეჯიბრის პრიზიორები, საზეიმოდ დაჯილდოვდნენ
25-06-2025

ლევან ბერიძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება მხარდაჭერილია, მათი მიღწევები კი საამაყო. 

10 ივნისს, სკოლაში, ახალგაზრდა მოჭიდავეების წარმატება აღინიშნა. თავისუფალ ჭიდაობაში გამართული შეჯიბრის პრიზიორებს შუახევის მუნიციპალიტეტისგან დამსახურებული სიგელები და თასები გადაეცათ. 

მოსწავლეები სკოლაში საზეიმოდ დაჯილდოვდნენ. მოსწავლეებს წარმატება მთელმა სკოლამ მიულოცა. 

სკოლაში მოსწავლეთ წარმატებით ხარობენ და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს და მათ ხელმძღვანელს რამაზ მახარაძეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203