
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო წლის მიწურულს შთამბეჭდავი ექსკურსია მოეწყო.
მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი ტურით კლდეში ნაკვეთი ქალაქი - ვარძია მოინახულეს.
მოსწავლეებმა მოისმინეს XII-XIII საუკუნეების ქართული კულტურის ძეგლის ისტორია, კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი განსაკუთრებული ინტერესითა და ცნობისმოყვარეობით მოიარეს და მოილოცეს.
მოსწავლეებისთვის ექსკურსია მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა, სკოლაში ზღვა ინფორმაციითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები: