
მიხეილ ხერგიანის სახელობის დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება მხარდაჭერილი და წახალისებულია, მათი მიღწევები კი საამაყო.
ამჯერად, სკოლაში მე-5 კლასის მოსწავლეების - ნიკოლოზ ნიგურიანისა და ალექსანდრე რატიანის წარმატებას აღნიშნავენ.
მოსწავლეებმა საბერძნეთში, ქალაქ სალონიკში გამართულ ძიუდოს საერთაშორისო ტურნირზე I ადგილი დაიკავეს.
სკოლაში მოსწავლეებს გამარჯვებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცვათ მათ ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ ბევრ წარმატებას მომავალშიც“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ.