„მოგზაურობა საქართველოს რეგიონებში“ - შთამბეჭდავი პროექტი ნარდევანის საჯარო სკოლაში  
25-06-2025

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარდევანის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. პედაგოგებმა წარმატებით მიაღწიეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიზნებს. 

სასწავლო პროცესი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებითა და პროექტებით, რაც მოსწავლეთა ცოდნის ხარისხზე აისახა. 

აღსანიშნავია, მე-5 კლასში განხორციელებული პროექტი - „მოგზაურობა საქართველოს რეგიონებში“. 

პროექტი განხორციელდა „ჩვენი საქართველოს“ მასწავლებლის - ლუსვართ სარკსიანისა და პედაგოგ გაიანე ნაზლუიანის  ინიციატივით. 

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე შთამბეჭდავი პრეზენტაციებით წარდგნენ. 

მოსწავლეებმა გაგვაცნეს საქართველოს სამი რეგიონი, კერძოდ- სამცხე-ჯავახეთი, აჭარა, სამეგრელო. ისაუბრეს ისტორიაზე, უნიკალურ ბუნებაზე, სამზარეულოსა და ტრადიციებზე“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

ღონისძიება ბავშვებმა დაასრულეს ლამაზი ცეკვით, ბოლოს კი თითოეული ჯგუფი სტუმრებს ამა თუ იმ კუთხისთვის დამახასიათებელი კერძებით გაუმასპინძლდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...