ლამაზი ღონისძიება და ემოციების ზღვა ბუგეულის საჯარო სკოლაში -„ჩვენმა პირველკლასელებმა საზეიმოდ აღნიშნეს სასწავლო წლის დასრულება“
25-06-2025

სასწავლო წელი დასრულდა და ყველაზე უდარდელი პერიოდი - არდადგები დაიწყო, თუმცა მანამდე წლის შეჯამებაა, განვლილი მასალის გადააზრება და მშობლიურ ანბანთან ემოციური გამომშვიდობებაა.

გაისად კი მოსწავლეებს ახალი სასკოლო თავგადასავალი და წიგნიერების სამყაროში მოგზაურობა ელით, რაც ანბანის ცოდნის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა.

ემოციური ღონისძიებით დაემშვიდობნენ პირველკლასელები ანაბნს ამბროალურის მუნიციპალიტეტის, ბუგეულის საჯარო სკოლაში.

ულამაზეს ფორმებში გამოწყობილმა პატარებმა ისაუბრეს ანბანის მნიშვნელობაზე, წაიკითხეს თემატური ლექსები, შეასრულეს სიმღერები და მშობლიურ სკოლას კიდევ ერთი ლამაზი დღე-სასწაული აჩუქეს.

„ჩვენმა პირველკლასელებმა საზეიმოდ აღნიშნეს სასწავლო წლის დასრულება. ცეკვით, სიმღერებითა და ლექსებით დაემშვიდობნენ საანბანო პერიოდს - მშობლიურ დედა ენას. წარმატებები მათ ცოდნის გზაზე. მადლობა პედგოგებს, ბავშვებსა და მშობლებს ლამაზი და ხალისიანი ღონისძიებისთვის“, - ასე გამოეხმაურა სკოლა ღონისძიებას, რომელიც ლამაზი ასოებით ჩაიწერება საგანმანათლებლო დაწესებულების ისტორიაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203