
გარდაბნის მუნიციპალიტეტის, ვახტანგისის N2 საჯარო სკოლა წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, ქვეყანას მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ახალგაზრდები აღუზარდონ, შესძინონ მათ ისეთი უნარები, რომლებიც წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ და დაულოცონ გზა ცხოვრების ახალ ეტაპზე..
ახლახან ვახტანგისის N2 საჯარო სკოლაში კურსდამთვრებულებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა - ესაა პირველი ნაბიჯი ზრდასრული ცხოვრებისკენ, ერთი დიდი თავგადასავლის დასასრული და ახლის დასაწყისი;
ემოციური იყო საყვარელ მოსწავლეებთან დამშვიდობება პედაგოგებისა და სკოლის ხელმძღვანელობისთვის - ხუმრობა ხომ არ არის, ცოდნის ტაძარში, ერთ სივრცეში გატარებული 12 წელი... არადა თითქოს გუშინ შეაბიჯეს ამ მოსწავლეებმა წიგნიერების ჯადოსნურ სამყაროში, სადაც მასწავლებლების პროფესიონალიზმი ამდენი წელი უწევდათ მეგზურობას.
ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის კურსდამთვრებულებისთვის ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება, როცა შეძლებენ, ზრდასრულ ცხოვრებაში გამოიყენონ მშობლიურ სკოლაში მიღებული ცოდნა, იარონ წარმატების გზაზე და საკუთარი მიღწევებით გაახარონ უსაყვარლესი პედაგოგები.
სკოლა ულოცავს საყვარელ მოსწავლეებს სკოლის დასრულებას:
„წინსვლასა და ბედნიერებას გისურვებთ, ჩვენო ძვირფასო კურსდამთავრებულებო“