ერისიმედის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში წვლილი შეიტანეს
25-06-2025

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით 2024-2025 სასწავლო წლის მანძილზე არაერთი ღონისძიება თუ სასწავლო აქტივობა გაიმართა. 

მათ შორის მოსწავლე-მასწავლებლები აქტიურად შეუერთდნენ წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ საერთაშორისო კამპანიას და საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს. 

მოსწავლეები გაერთიანდნენ სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ - გარშემო, შერჩეული ლიტერატურა ხმამაღლა წაიკითხეს და საკუთარი წვლილი შეიტანეს კითხვის პოპულარიზაციაში. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო! გარშემო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203