„სამყარო ჩვენით იწყება“- დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა შთამბეჭდავი გამოსაშვები ღონისძიება 
25-06-2025

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს, სასწავლო მიღწევები კი შემოქმედებითი ღონისძიებით აღნიშნეს. 

მე-4 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - ირმა ჟღენტის ხელმძღვანელობით, ლამაზი გამოსაშვები ღონისძიება - „სამყარო ჩვენით იწყება“ გამართეს. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ და ცოდნა და შემოქმედებითი უნარები წარმატებით წარმოაჩინეს - ერთმანეთს ცვლიდა ლექსი, სიმღერა, ცეკვა, თეატრალური წარმოდგენა. 

ღონისძიების ქორეოგრაფი ზურა წულაძე გახლავთ, მუსიკალურად კი გააფორმეს - თინა ღლონტმა და ელენე კრაველიძემ. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები წელს პირველ მასწავლებელს ემშვიდობებიან, რამაც ღონისძიებას ემოციური ელფერი შესძინა. მე-4 კლასელებმა დამრიგებელს შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. პირველმა მასწავლებელმა კი ბავშვებს მე-4 კლასის წარმატებით დამთავრება მიულოცა, გზა დაულოცა და უსურვა ასეთივე შემართებით გააგრძელონ სწავლა-განათლება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203