ჭუბერის საჯარო სკოლის მოსწავლის - თამარ ცინდელიანის წარმატება საგანმანათლებლო კონკურსში
24-06-2025

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში წახალისებული და მხარდაჭერილია. მოტივირებული მოსწავლეები კი აქტიურობით გამოირჩევიან და მათ სახელზე არაერთი წარმატებაა. 

მათ შორის, პროექტ „დიდგორელის“ ფინალში ჭუბერის სკოლის მე-7 კლასის მოსწავლემ, თამარ ცინდელიანმა მეორე ადგილი დაიკავა.

მისი ისტორიის მასწავლებელი მაია ტვილდიანი გახლავთ. 

სკოლაში ახარებთ მოსწავლის წარმატება და მას ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ვულოცავთ თამარს, მის ისტორიის მასწავლებელს - მაია ტვილდიანს და ჩვენს სკოლას ამ საპატიო კონკურსში გამარჯვებას“,- აღნიშნავენ სკოლაში და ამაყობენ მოსწავლის წარმატებით. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203