ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მე-5 კლასელები ზოოლოგიის მუზეუმს სტუმრობდნენ
26-06-2025

ქუთაისის N12 საჯარო სკოლის პედაგოგები სასწავლო წლის მანძილზე ხშირად მიმართავან გასვლით ღონისძიებებს, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა დიდი ინტერესითა და მაღალი ჩართულობით გამოირჩევა. 

მათ შორის, 8 მაისს, სკოლის V კლასის მოსწავლეები, მასწავლებლების - დარეჯან კუჭუხიძისა და რუსუდან აბაშიძის ხელმძღვანელობით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. კოკოჩაშვილის სახელობის ზოოლოგიის მუზეუმს ეწვივნენ.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმი, მოისმინეს ბიოლოგიის დოქტორის - თამარ ჭეიშვილის საინტერესო ლექცია მუზეუმში დაცული საოცარი ექსპონანტების შესახებ და შეიტყვეს მრავალი ახალი ინფორმაცია.

ნანახმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მოსწავლეებზე.

„ძალიან საიტერესო და შემეცნებითი იყო ეს დღე. მადლობა ქალბატონ თამარს საინტერესო დღისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...