„ისტორიული „ვეფხისტყაოსანი“ - ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მე-12 საუკუნის სამეფო კარის ცხოვრება სპექტაკლით „გააცოცხლეს“
25-06-2025

2024-2025 სასწავლო წელი დასრულდა. ქუთაისის N12 საჯარო სკოლამ წარმატებით მიაღწია ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებს. 

პედაგოგებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის რომ მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება, ამასთან საგნობრივ ცოდნასთან ერთად, ზრუნავდნენ მოწაფეთა შემოქმედებით განვითარებაზე. ამ მიზნით კი სასწავლო წლის მანძილზე არაერთი ღონისძიება გაიმართა. 

მათ შორის, 6 მაისს, სკოლის X კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ მაია ჩეჩელაშვილის ხელმძღვანელობით, მუსიკისა და ხელოვნების პედაგოგების - რუსუდან აბაშიძისა და ლიკა ჯაფარიძის ჩართულობით, გამართეს წარმოდგენა - „ისტორიული „ვეფხისტყაოსანი“.

სპექტაკლით კარგად წარმოჩინდა პოემის ცალკეულ ეპიზოდებში გამოვლენილი ერთგვარი ანარეკლი იმ ისტორიული მოვლენებისა, რომელიც საქართველოს სამეფო კარზე მე-12 საუკუნეში წარიმართა...

მოსწავლეებმა საუკეთესოდ გაითავისეს თავიანთი როლები, სპექტაკლი ოსტატურად გაითამაშეს, შექმნეს სასიამოვნო გარემო მაყურებლისათვის და დამსწრე საზოგადოება მე-12 საუკუნის საქართველოში ამოგზაურეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203