ლენჯერის N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა ლამაზი გამოსაშვები საღამო
24-06-2025

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა გამოსაშვები ღონისძიება გამართეს და ნაყოფიერი ოთხი წელიწადი შეაჯამეს.

მხიარულად და ძალიან საინტერესოდ წარიმართა გამოსაშვები საღამო. კლასის დამრიგებელმა და საგნის მასწავლებლებმა, ბავშვებთან ერთად, შეაჯამეს ოთხი წლის განმავლობაში შეძენილი ცოდნა და უნარები. ხალისი და მხიარულება გამოიწვია დამრიგებლის პრეზენტაციამ, რომელშიც თავმოყრილი იყო სასკოლო ცხოვრვების საინტერესომ გამორჩეული და კურიოზული ეპიზოდების ფოტო-ვიდეომასალა

ღონისძიება ორ ნაწილად წარიმართა, აქტივობები გაიმართა როგორც საკლასო ოთახში, ისე ღია ცის ქვეშ.

ღონისძიების დასასრულს კი საზეიმოდ გაიჭრა ტორტი.

მე-4 კლასელებმა დამრიგებელს შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. პირველმა მასწავლებელმა კი ბავშვებს მე-4 კლასის წარმატებით დამთავრება მიულოცა და უსურვა ასეთივე შემართებით გააგრძელონ სწავლა-განათლება.

„ჩვენი პატარა ნიჭიერი და უგონიერესი ბავშვები დიდი მადლიერებით დაგვემშვიდობნენ. მეხუთე კლასში შეგხვდებით ჩვენო საოცარო ბავშვებო“,- აღნიშნავენ სკოლაში და ბავშვებს ბედნიერ არდადეგებს უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...