ბაღებში აღმზრდელ-პედაგოგებისა და ბავშვების თანაფარდობა კანონითაა განსაზღვრული
30-07-2025

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონში დეტალურად არის განსაზღვრული როგორი უნდა იყოს ჯგუფის მოცულობა და აღმზრდელ-პედაგოგების/ აღმზრდელების ბავშვებთან თანაფარდობა. 

სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ჯგუფები უნდა დაკომპლექტდეს შემდეგი მაქსიმალური ოდენობების მიხედვით:

ა) 2-დან 3 წლამდე ბავშვების ჯგუფში შეიძლება იყოს არაუმეტეს 25 ბავშვისა;

ბ) 3-დან 4 წლამდე  ბავშვების ჯგუფში შეიძლება იყოს არაუმეტეს 30 ბავშვისა;  

გ) 4-დან 5 წლამდე ბავშვების ჯგუფში შეიძლება იყოს არაუმეტეს 30 ბავშვისა.

2. სასკოლო მზაობის პროგრამის ჯგუფში შესაძლებელია ბავშვების სწავლა/სწავლება 5 წლიდან სკოლის დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში შესვლამდე. ამ ჯგუფში ბავშვების რაოდენობა 30-ს არ უნდა აღემატებოდეს. 

3. თითოეულ ჯგუფში აღმზრდელ-პედაგოგების/აღმზრდელების რაოდენობა უნდა განისაზღვროს შემდეგი თანაფარდობით:

ა) 2-დან 3 წლამდე ბავშვების ჯგუფში აღმზრდელ-პედაგოგების/აღმზრდელების ბავშვებთან თანაფარდობა არ უნდა იყოს  1:13-ზე მეტი;

ბ) 3-დან 4 წლამდე ბავშვების ჯგუფში აღმზრდელ-პედაგოგების/აღმზრდელების ბავშვებთან თანაფარდობა არ უნდა იყოს 1:15-ზე მეტი;

გ) 4-დან 5 წლამდე ბავშვების ჯგუფში აღმზრდელ-პედაგოგების/აღმზრდელების ბავშვებთან თანაფარდობა არ უნდა იყოს  1:15-ზე მეტი;

დ) სასკოლო მზაობის პროგრამის ჯგუფში აღმზრდელ-პედაგოგების/აღმზრდელების ბავშვებთან თანაფარდობა არ უნდა იყოს 1:15-ზე მეტი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203