კოსტიუმირებული დეფილე-კონკურსი და ლამაზი ღონისძიება თაიას საჯარო სკოლაში
24-06-2025

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის, თაიას საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება თავს არ ზოგავს, რათა ახალგაზრდებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, განვითარდნენ, შეიძინონ საჭირო უნარები, რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე გამოადგებათ და იყვნენ წარმატებულები... სწორედ ამ ჰოლისტური მიდგომების გათვალისწინებით, ადგილობრივი მოსწავლეებისთვის სკოლა არა მხოლოდ ცოდნის ტაძარი, არამედ მეგობრობისა და გულწრფელი ურთიერთობების საწყისია.

ბავშვები დიდი ენთუზიაზმით არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში და შემოქმედებითი აქტივობებით დატვირთულ პროექტებსაც წარმოადგენენ.

ახლახან თაიას საჯარო სკოლაში დასკვნითი, გამოსაშვები ღონისძიებების ფარგლებში, ჩატარდა კოსტიუმირებული დეფილე-კონკურსი, დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით.

„პატარა, ულამაზესმა მოდელებმა თავი დიდებულად წარმოაჩინეს თავიანთ შეკერილ, გასაოცარ კოსტიუმებში“, - გვიამბობენ სკოლაში და აღნიშნავენ, რომ ყველა კოსტიუმი შექმილი იყო ბუნებრივი და საყოფაცხოვრებო რესურსების გამოყენებით

კონკურსანტები შეაფასა კომპეტენტურმა ჟიურიმ და თითოეულ მონაწილეს, გადაეცა სერტიფიკატი სხვადასხვა ნომინაციის მიხედვთ.

„მადლობა ღონისძიების იდეის ავტორს ფატი მასწავლებელს და მშობლებს აქტიური ჩართულობისთვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...