მაყვალა ღვედაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხირსის საჯარო სკოლის პედაგოგია, რომელიც გარდა წარმატებული პროფესიული საქმიანობისა შემოქმედებით საქმიანობას ეწევა.
ახლახან, მისი ავტორობით, წიგნი „ქიზიყური სიტყვის კონა“ გამოიცა. როგორც სკოლაში აღნიშნავენ წიგნი თითოეული ქიზიყელისთვის დიდი შენაძენია და პედაგოგს წარმატებას ულოცავენ.
„ხირსის საჯარო სკოლა ულოცავს ამავე სკოლის წარმატებულ პედაგოგს ქალბატონ მაყვალა ღვედაშვილს საოცნებო წიგნის - „ქიზიყური სიტყვის კონა“ გამოცემას, დასაფასებელია რომ მის შედგენას თითქმის ნახევარი საუკუნე შეალია, „ქიზიყური სიტყვის კონა“ უდიდესი შენაძენია თითოეული ქიზიყელისთვის და მშვენიერი დანატოვარი მომავალი თაობებისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: