წიწკანაანთსერის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა იგავის თეატრალიზებული ვერსია წარმოადგინეს
24-06-2025

ყვარლის მუნიციპალიტეტის, წიწკანაანთსერის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება თავს არ ზოგავს, რათა ახალგაზრდებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, განვითარდნენ, შეიძინონ საჭირო უნარები, რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე გამოადგებათ და იყვნენ წარმატებულები... სწორედ ამ ჰოლისტური მიდგომების გათვალისწინებით, ადგილობრივი მოსწავლეებისთვის სკოლა არა მხოლოდ ცოდნის ტაძარი, არამედ მეგობრობისა და გულწრფელი ურთიერთობების საწყისია.

ბავშვები დიდი ენთუზიაზმით არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში და შემოქმედებითი აქტივობებით დატვირთულ პროექტებსაც წარმოადგენენ.

ამჯერად წიწკანაანთსერის საჯარო სკოლის მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეებმა, სკოლის ეზოში წარმოადგინეს ივანე კრილოვის იგავის „დათვის წვეულების“ (თარგმანი - აკაკი წერეთლისა) თეატრალიზებული ვერსია, რამაც სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა, მინი-სპექტაკლის მუსიკალური გაფორმება კი ინგა გორგაძეს ეკუთვნოდა.

მოსწავლეებმა პედაგოგის - თამარ სეფაშვილის ჩართულობით, წარმოდგენაზე მუშაობისას განივითარეს ზეპირმეტყველების უნარები და წარმოაჩინეს საკუთარი შემომქედებითი შესაძლებლობები.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...