დმანისის N2 საჯარო სკოლაში გაიმართა საგანმანათლებლო ღონისძიება „ა. ს. პუშკინი და საქართველო“
24-06-2025

დმანისის N2 საჯარო სკოლაში გაიმართა ინტელექტუალური და შემოქმედებითი აქტივობით დატვირთული საგანმანათლებლო ღონისძიება სახელწოდებით „ა. ს. პუშკინი და საქართველო“. პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის პუშკინის ლიტერატურული მემკვიდრეობისა და მისი კავშირის გაცნობა ქართულ კულტურასთან.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა წაიკითხეს ალექსანდრე პუშკინის ლექსი, რომელიც საქართველოს ეძღვნება. ასევე წარადგინეს პუშკინის ლექსები, რომელიც ქართულად ილია ჭავჭავაძისა და გრიგოლ ორბელიანის მიერ ითარგმნა. შემოქმედებითი ნაწილის შემდეგ გაიმართა ვიქტორინა, სადაც მოსწავლეებმა მიღებული ცოდნა პრაქტიკულად გამოიყენეს.

პროექტის ორგანიზატორები იყვნენ სკოლის პედაგოგები: ლილია ლებედინსკაია, ელინა ვერეშაგინა და ვასილისა მინაკოვა, რომლებმაც განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს მოსწავლეების ლიტერატურულ-კულტურულ განვითარებასა და მათში შემოქმედებითი ინტერესების გაღვივებას.

სკოლის ადმინისტრაციის განცხადებით, მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს ინტეგრირებულ სწავლებას და ეროვნული თუ მსოფლიო კულტურის გაცნობას.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...