ლესიჭინეს თემის N3 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები პირველ მასწავლებელს დაემშვიდობნენ
24-06-2025

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის, ლესიჭინეს თემის N3 საჯარო სკოლა ურყევად დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, შეიძინონ ისეთი უნარები, რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ და რაც მთავარია, ქვეყანას მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ახალგაზრდები აღუზარდონ.

ეს საძირკველი კი დაწყებითი საფეხურიდანვე იყრება, ხოლო მე-4 კლასის დასრულებისას, საოცარი ემოციებით ეთხოვებიან პირველ მასწავლებელს. 

ლამაზი ღონისძიებით დაემშვიდობნენ მოსწავლეები მანანა სიჭინავას - პედაგოგს, რომელიც ამაყად შეუძღვა წიგნიერების ჯადოსნურ სამყაროში და აზიარა განათლების საფუძვლებს.

პედაგოგმა მოსწავლეებთან ერთად მოაწყო გასვლითი აქტივობა, იყო გულწრფელი ემოციები, მადლიერება, სიხარული, რომელიც სასწავლო წლის წარმატებით გავლას ახლავს და რა თქმა უნდა საყვარელ მანანა მასწავლებელთან განშორების სევდა.

 

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...