ჯავახის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური კონკურსის ფინალისტი მარი ოქრიაშვილი გახდა
24-06-2025
 

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავახის საჯარო სკოლაში შიდასასკოლო ინტელექტუალური კონკურსის ფინალი წარმატებით გაიმართა. 

ნახევარფინალში მოსწავლეები - ელენე დევნოზაშვილი, მარი ოქრიაშვილი და კახა ციხელაშვილი ერთმანეთს ცოდნაში და სწრაფ აზროვნებაში ეჯიბრებოდნენ.

ფინალური ტური საინტერესო და დაძაბული აღმოჩნდა. საბოლოოდ, გამარჯვება მარი ოქრიაშვილს ხვდა წილად, რომელიც სკოლაში ინტელექტუალური მიმართულებით აქტიური მონაწილეობით გამოირჩევა.

სკოლის ადმინისტრაციამ მიულოცა კონკურსის მონაწილეებს შთამბეჭდავი გამოსვლა და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეთა ინტერესების გაფართოებასა და განვითარებას.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...