ვახტანგ ფირცხელავას სახელობის ქალაქ ჩხოროწყუს N2 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება თავს არ ზოგავს, რათა ახალგაზრდებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, განვითარდნენ, შეიძინონ საჭირო უნარები, რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე გამოადგებათ და იყვნენ წარმატებულები... სწორედ ამ ჰოლისტური მიდგომების გათვალისწინებით, ადგილობრივი მოსწავლეებისთვის სკოლა არა მხოლოდ ცოდნის ტაძარი, არამედ მეგობრობისა და გულწრფელი ურთიერთობების საწყისია.
სასწავლო წლის დასასრულს კი ჩხოროწყუს N2 საჯარო სკოლა შთამბეჭდავი, მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიებით შეეგება: იყო მხიარული სტარტები, ლოგიკური ამოცანებისა და ბლიც-კითხვების „კორიანტელი“...
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ჩატარებულმა ღონისძიებამ, კიდევ ერთხელ, შეახსენა ყველას, „თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნდობა, ურთიერთპატივისცემა და კეთილგანწყობა მოსწავლესა და მასწავლებელს შორის“.
„დავასრულეთ კიდევ ერთი სასწავლო წელი, რომელიც სავსე იყო ახალი ცოდნით შეძენით, აღმოჩენებითა და წარმატებებით.
ამ დღის აღსანიშნავად, X კლასთან ერთად, მოვაწყვეთ სახალისო და საინტერესო ღონისძიება, სადაც მონაწილეობდნენ, როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები.
პროგრამის ფარგლებში გაიმართა:
- მხიარული სტარტები;
- ბლიც კითხვები;
- ლოგიკური ამოცანები;
- ფილმების გამოცნობა „ემოჯებით“;
- მეხსიერების დაფა;
- და, რა თქმა უნდა, კარაოკე, რომელმაც განსაკუთრებული ხალისი და მხიარულება გამოიწვია.
ცოდნასთან ერთად, ხალისი და მეგობრობა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია სასკოლო ცხოვრების.
განსაკუთრებული მადლობა სპორტის მასწავლებელს კახა შენგელიას დახმარებისა და თანამშრომლობისთვის“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.