თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველის საჯარო სკოლაში დასრულდა 2024-2025 აკადემიური სასწავლო წელი. სკოლის ადმინისტრაცია ულოცავს მოსწავლეებს არდადეგების დაწყებას.
„გვსურს, მოსწავლეებს მოგილოცოთ არდადეგების დაწყება და გისურვოთ ეს დრო მშვიდობიანად, ჯანმრთელად, ლაღად და ბედნიერად გაგეტარებინოთ, რათა სკოლაში დაბრუნებულებს გქონდეთ დაუშრეტელი ენერგია და კარგად სწავლის მზაობა“,- ნათქვამია სკოლის მიმართვაში.