
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლის პედაგოგი თამარ ჯაველიძე etaloni.ge-მ დააჯილდოვა.
etaloni.ge-ს თანამოაზრე სკოლის აქტიურ პედაგოგს საგანმანათლებლო-შემეცნებითმა ვებ-გვერდმა სასკოლო აქტივობა-სიახლეების, სკოლის, მოსწავლეებისა და სასკოლო საზოგადოების წარმოჩენისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის სპეციალური სიგელი მიანიჭა.
თამარ ჯაველიძე სასკოლო საზოგადოების წარმოჩენის ეროვნულ საქმეში ჩვენს გვერდით დგას და etaloni.ge-სთან წარმატებით თანამშრომლობს.
სკოლაში პედაგოგის დაფასება ახარებთ და წინსვლას უსურვებენ.