თბილისის N74 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილესა და პედაგოგს - ლია გეგიას etaloni.ge-მ ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის სიგელი მიანიჭა
თბილისის N74 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე და პედაგოგი ლია გეგია სასკოლო აქტივობა-სიახლეების, სკოლის, მოსწავლეებისა და სასკოლო საზოგადოების წარმოჩენისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის etaloni.ge-მ დააჯილდოვა.
etaloni.ge-ს თანამოაზრე სკოლის დირექტორის მოადგილესა და აქტიურ პედაგოგს საგანმანათლებლო-შემეცნებითმა ვებ-გვერდმა სპეციალური სიგელი მიანიჭა.
ლია გეგია
სასკოლო საზოგადოების წარმოჩენის ეროვნულ საქმეში ჩვენს გვერდით დგას და
etaloni.ge-სთან წარმატებით თანამშრომლობს, რაც ნამდვილად დასაფასებელია.