
ალექსანდრე ონიანის სახელობის ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერის საჯარო სკოლის პედაგოგები - ნანა ლექვინაძე და ია დევდარიანი სასკოლო აქტივობა-სიახლეების, სკოლის, მოსწავლეებისა და სასკოლო საზოგადოების წარმოჩენისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის etaloni.ge-მ დააჯილდოვა.
etaloni.ge-ს თანამოაზრე სკოლის აქტიურ პედაგოგებს საგანმანათლებლო-შემეცნებითმა ვებ-გვერდმა სპეციალური სიგელი მიანიჭა.
ნანა ლექვინაძე და ია დევდარიანი სასკოლო საზოგადოების წარმოჩენის ეროვნულ საქმეში ჩვენს გვერდით დგანან და etaloni.ge-სთან წარმატებით თანამშრომლობენ, რაც ნამდვილად დასაფასებელია.
იხილეთ ფოტოები: