ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებითი საღამო ჩატარდა. ღონისძიება სკოლის მოსწავლეთა ინიციატივით განხორციელდა და სრულად დაეთმო ქართველი პოეტის ცხოვრებისა და ლიტერატურული მემკვიდრეობის გაცნობას.
საღამოს ორგანიზებაში აქტიურად იყო ჩართული სკოლის მასწავლებელი მარიამი, რომელმაც მხარი დაუჭირა მოსწავლეთა ინიციატივას და ხელი შეუწყო მათი შემოქმედებითი იდეების განხორციელებას.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა წარადგინეს გალაკტიონის ლექსების ინტერპრეტაციები, ისაუბრეს მის შემოქმედებასა და ბიორგრაფიაზე.
იხილეთ ფოტოები: