ქვემო არქევანის საჯარო სკოლის მოსწავლეები კიკბოქსინგში, ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ
23-06-2025

ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, გონებრივი, სულიერი და ფიზიკური აღზრდის გზით ჰარმონიულად განვითარებული პიროვნების ფორმირება, სპორტული ტრადიციების დაცვა, გაღრმავება, თაობათა შორის მემკვიდრეობითობის უწყვეტობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის, ქვემო არქევანის საჯარო სკოლის კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

გარდა იმისა, რომ სკოლაში მოსწავლეები იღებენ საფუძვლიან განათლებას, პედაგოგები მაქსიმალურად ცდილობენ ბავშვების ხელშეწყობას სპორტის მიმართულებით, რაც საბოლოოდ სხავდასხვა აქტივობაში მიღწეულ შედეგებზეც აისახება.

ახლახან სენაკში გაიმართა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი კიკბოქსინგში, სადაც ქვემო არქევანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საპრიზო ადგილები დაიმსახურეს:

I ადგილი: ნიჰათ ბაბაევი, ნურლან ბახტიაროვი

II ადგილი: რიფათ მამედოვი, ომარ პირიევი

III ადგილი: ორხან ნასიბოვი

„სასიხარულოა, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა მიაღწიეს სპორტულ წარმატებებს: განსაკუთრებული მადლობა მწვრთნელს, შახინ ბახტიაროვს“, - ასე გამოეხმაურა ქვემო არქევანის საჯარო სკოლა საკუთარი მოსწავლეების მიღწევებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...