ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლა წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, შეიძინონ ისეთი უნარები, რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ და რაც მთავარია, ქვეყანას მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ახალგაზრდები აღუზარდონ.
ამ ჰოლისტური მიდგომების გათვალისწინებით, ადგილობრივი მოსწავლეები დიდი ინეტრესით ერთვებიან არა მხოლოდ საგაკვეთილო პროცესში, არამედ ზოგადად სასკოლო ცხოვრებაში და ისეთ აქტივობებშიც მონაწილეობენ, რომლებიც მიღებული ცოდნის განმტკიცებაში დაეხმარებათ.
ამის დასტურია საინტერესო, ინფორმაციული პრეზენტაცია, რომელიც ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ - ნანული სტამბოლიანცმა წარმოადგინა - „ნინოწმინდიდან ყაურმამდე - ისტორიისკენ ფეხით“.
აქტივობის ფარგლებში, პრეზენტატორმა ვრცლად ისაუბრა მუნიციპალიტეტის მახასიათებლებზე, ისტორიულ ძეგლებზე... ეს გახლდათ ნამდვილი სათავგადასავლო მოგზაურობა, რომელმაც სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.
იხილეთ პრეზენტაცია