პატარა ხანჩალის საჯარო სკოლა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს შთამბეჭდავი ღონისძიებით შეუერთდა
23-06-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, პატარა ხაბჩალის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითრებას. პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებით, მოსწავლეები იღებენ საფუძვლიან ცოდნას, იმავდროულად კი ივითარებენ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით გათვალისწინებულ უნარებს, რომლებიც სიყვარულს, ტოლერანტობას, პატრიოტიზმის გრძნობას უღვივებს მომავალ თაობებს.

ამ ჰოლისტური მიდგომებიდან გამომდინარე, პატარა ხანჩალის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობები ტარდება, მათ შორის აღსანიშნავია ბავშვთა დაცვის საერთაშარისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომლის  ფარლებშიც, მოსწავლეებმა წარმოადგინეს მუსიკალური ნომრები, შეასრულეს სიმღერები, ცეკვები, წაიკითხეს ლექსები და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მსოფლიოში ყველა ბავშვი ბედნიერი უნდა იყოს.

ინფორმაციისთვის: 1 ივნისს მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღის აღნიშვნა ბავშვთა უფლებების დაცვას, მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე ზრუნვას და დემოკრატიულ აღზრდა- განვითარებას ემსახურება. 

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...