კონსტანტინე მეძველიას სახელობის, ხონის მუნიციპალიტეტის, ნახახულევის საჯარო სკოლა წლებია დგას მომავალი თობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, მოსწავლეებს მრავალფეროვან, საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს და იმავდროულად, ბავშვები სხვადასხვა პროექტში მონაწილეობით, იმტკიცებენ მიღებულ ცოდნას.
ახლახან, ნახახულევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ვეტა ჩხენკელის სახელობის ხონის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის მიერ ირგანიზებულ ყოველწლიურ ლეილა მესხის სახელობის ლიტერატურულ კონკურსში „ფიქრის კრიალოსანი“.
ბავშვებმა საკუთესოდ წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები და დამსახურებული საპრიზო ადგილებიც მოიპოვეს, რომლებიც შემდეგნაირად გადანაწილდა;
I ადგილი - მარიამ ფაილოძემ, VIII კლასი, II ადგილი - თამარ შავლაძემ, Xკლასი, III ადგილი- ლიზი შავლაძემ,VIII კლასი, ოთო ხუროძემ ,VIII კლასი, ბარბარე ბარაბაძემ,X კლასი.
„ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს“, - ასე გამოეხმაურა ნახახულევის საჯარო სკოლა ბავშვების მიღწევებს ლიტარატურულ კონკურსში.